
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უცხოელი ექიმები იტყუებიან:
"კი, კი, იტყუებიან. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ყველა პატიმარს შესაბამის სერვისებზე ხელი მიუწვდება - თუ საჭიროა ექიმების ჩართულობა, ჩართული არიან, თუნდაც ის, რომ სააკაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი და იქ აგრძელებს მკურნალობას. ასე რომ თუ რომელიმე პატიმარს რაიმე საჭიროება ექნება ამ მიმართულებით, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს. მე ვენდობი შესაბამის სამსახურს და შესაბამის უწყებას" - ამბობს კალაძე.