
"მე ვიცი, რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო, აკეთებს ყველაფერს, რომ მისი ჯანმრთელობა და ასევე უფლებები იყოს დაცული. არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებული" - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, მზადაა თუ არა ხელისუფლება მედიკოსების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, გასცეს მიხეილ სააკაშვილის მესამე ქვეყანაში გადაყვანის უფლება.
ცნობისთვის, ხვალ, 10 ოქტომბერს, კლინიკა ვივამედში მიხეილ სააკაშვილს ამერიკელი ექსპერტი მოინახულებს. სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, რა დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება მიხეილ სააკაშვილს.
გამოკვლევების შემდეგ კი უცხოელი ექსპერტები ერთიან დასკვნას მოამზადებენ, რომელიც ცენტრ ემპათიას დოკუმენტს დაერთვება.