
ბელარუსის დიქტატორმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები საკუთარ თავს დაუქვემდებარა.
შესაბამის განკარგულებას ლუკაშენკომ ხელი 10 ოქტომბერს მოაწერა.
აქამდე ბელარუსის КГБ ექვემდებარებოდა ბელარუსის მთავრობასა და უშიშროების საბჭოსაც.
გარდა ამისა, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების ეროვნულ ინსტიტუტს შეეცვალა სახელი და დაერქვა ეროვნული უსაფრთხოების აკადემია.