
აშშ-ში რუსეთის ელჩმა ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააფრთხილა, არ მიაწოდონ მეტი იარაღი უკრაინას, რადგან ამან შესაძლოა ომის შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს.
"მოვუწოდებთ აშშ-ს და მის მოკავშირეებს, არ გადაკვეთონ წითელი ხაზები, რომელსაც ისინი მიუახლოვდნენ. შეწყვიტეთ კიევის რეჟიმისთვის მომაკვდინებელი იარაღის მიწოდება", - თქვა ანატოლი ანტონოვმა.
ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების მხრიდან კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. ბაიდენი უკრაინას დაჰპირდა, რომ აშშ ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს, მათ შორის დამატებით მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემას.