თქვენი სოლიდარობა მმატებს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს, თქვენდამი ჩემი სიყვარული აუცილებლად გადამარჩენს - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც მადლობას უხდის გულშემატკივრებს და წერს, რომ მისი ჯანმრთელობისთვის ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოლიდარობას:

"მე ვიცი,რომ უსაზღვროდ ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობს საქართველოშიც,უკრაინაშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში,ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ.
მინდა იცოდეთ,რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის.თქვენი სოლიდარობა მმატებს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს.როგორ სუსტადაც არ უნდა ვიყო,ყოველთვის ვფიქრობ თქვენზე.
თქვენდამი ჩემი სიყვარული აუცილებლად გადამარჩენს!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უსაზღვრო რწმენის თქვენი,ღვთის და უკრაინის გამარჯვების!
თქვენი მიშა" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი