კრემლი ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებს უკრაინის დახმარების გამო "კონტრზომებით" ემუქრება

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა დაიმუქრა, რომ მოსკოვს შეუძლია მიიღოს "კონტრზომები" შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ უკრაინის კონფლიქტში "მზარდი ჩართულობის" გამო.

ამის შესახებ CNN რუსულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.

”რუსეთი იძულებული იქნება მიიღოს ადეკვატური კონტრზომები, მათ შორის ასიმეტრიული ხასიათის. აშკარაა, რომ აშშ-თან და NATO-თან პირდაპირი დაპირისპირება არ შედის რუსეთის ინტერესებში. ჩვენ გაფრთხილებას ვაძლევთ და ვიმედოვნებთ, რომ ვაშინგტონი და სხვა დასავლური დედაქალაქები გააცნობიერებენ უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს", - თქვა რიაბკოვმა.

ცნობისთვის, გუშინ 10 ოქტომბერს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აშშ-მა და ევროპამ რუსეთის ქმედებები დაგმეს და უკრაინას დამატებით დახმარებას დაჰპირდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი