კიევი დასავლეთს უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას სთავაზობს - Foreign Policy

გამოქვეყნდა:

გამოცემა Foreign Policy-ის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობა NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდრეს ფოგ რასმუსენთან გაერთიანდა, რათა უკრაინასა და დასავლეთის მთავრობებს შორის უსაფრთხოების ახალი შეთანხმება შესთავაზოს. მედია წერს, რომ დოკუმენტი აშშ-სა და ისრაელს შორის ურთიერთობის მოდელის მიხედვითაა შემუშავებული.

გეგმას კიევის უსაფრთხოების შეთანხმება ჰქვია. ის მიზნად ისახავს დასავლური ქვეყნების კოალიციისგან უკრაინისთვის იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიებს, რათა განამტკიცოს შესაძლებლობა შეებრძოლოს რუსულ აგრესიას ერთობლივი წვრთნების, მოწინავე თავდაცვითი იარაღის უზრუნველყოფისა და ქვეყნის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის განვითარების მხარდაჭერის გზით.

მედიის ცნობით, რასმუსენმა გეგმაზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთად იმუშავა. FP წერს, რომ NATO-ს ყოფილი გენერალური დირექტორი ალიანსის წევრი სახელმწიფოებისთვის გეგმის გასაცნობად ვაშინგტონში გასულ კვირას გაემგზავრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი