ხმაურიანი განხილვის შემდეგ ხმაურიან კანონპროექტზე ამ წუთებში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები ხვდებიან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმ ხარვეზებს, რომლებიც მათი თქმით, ბიზნესს "მაუწყებლის შესახებ" კანონის მიღების შემთხვევაში, დააზიანებს. შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობილია, რომ "ოცნებამ" "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტი უკან გაიწვია. უმრავლესობის დეპუტატის, რომან კაკულიას ინფორმაციით, იმის გამო რომ პროექტმა, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას აძლევს, მედიაში დიდი მღელვარება გამოიწვია, მას ამ ვერსიით აღარ მიიღებენ. თუმცა, "ოცნების" დეპუტატი აქვე განმარტავს, რომ ცვლილებებზე მმართველ გუნდში კონსულტაციები გაგრძელდება.