ახალმა ზელანდიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

ახალმა ზელანდიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

სანქციები შეეხო კიდევ 75 პირს, მათ შორის, 51 მოქალაქესა და 24 მაღალჩინოსანს, რომლებიც უკრაინის რეგიონების ანექსიასთან არიან დაკავშირებული. გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხო ორ კომპანიას.

სანქციების სიაში მოხვდნენ გაზპრომბანკის ხელმძღვანელი, ანდრეი აკიმოვი, ლუკოილის ყოფილი პრეზიდენტი, ვაგიტ ალეკპეროვი, ვნეშეკონომბანკის თავმჯდომარე, სერგეი გორკოვი, როსობორონექსპორტის გენერალურ დირექტორი, ალექსანდრ მიხეევი, ნოვატეკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ლეონიდ მიხელსონი, სახელმწიფო კომპანიის ნორილსკის ნიკელის პრეზიდენტი, ვლადიმერ პოტანინი და სხვები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი