რუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქებას ტერორისტების განადგურებით უნდა უპასუხოს - მედვედევი

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით,  რუსეთმა უკრაინის ტერორისტულ თავდასხმას ყირიმის ხიდზე ტერორისტების პირდაპირი განადგურებით უნდა უპასუხოს.

 "რუსეთს შეუძლია უპასუხოს ამ დანაშაულს მხოლოდ ტერორისტების უშუალო განადგურებით, როგორც ეს მთელ მსოფლიოში ხდება. სწორედ ამას ელიან რუსეთის მოქალაქეები", - თქვა მედვედევმა.

მისივე თქმით, ყირიმის ხიდის აფეთქება  "იყო ტერორისტული აქტი და დივერსია, რომელიც ჩადენილი იყო კრიმინალური კიევის რეჟიმის მიერ".

ცნობისთვის, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს გამთენიისას მოხდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი