თურქეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოსა და სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება აია სოფიას ეზოში ათასობით მუსლიმმა აღნიშნა. ტაძრის ეზოში შეკრებილებმა საღამოს ლოცვა ერთობლივად აღავლინეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მეჩეთად გადაკეთებას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა და საზოგადოებას სასამართლოს დადგენილების პატივისცემისკენ მოუწოდა.
იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში მყოფი ძეგლის მეჩეთად გადაკეთების გამო თურქეთის ხელისუფლება მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ გააკრიტიკა. შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტმა თურქეთი ძეგლის დაზიანებაში დაადანაშულა და ერდოღანს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა.
აიასოფიას მეჩეთად გადაკეთება უარყოფითდ შეაფასა ოფიციალურმა ათენმაც და ანკარასთან სამომავლო ურთიერთოების გადახედვა დაანონსა. პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთმა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი შეურაცხყო, რაც მსოფლიოსთვის კატეგორიულად მიუღებელია.
თურქეთში მიმდინარე პროცესების გამო მწუხარებას გამოთქვამს იუნესკოც. მსოფლიოს ძეგლთა დაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და თურქეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილებით, აია სოფიას უნივერსალური და ისტორიული ღირებულება ილახება.
აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის ადამიანისტრაციულმა სასამართლომ და სახელმწიფო საბჭომ გუშინ მიიღო.