რუსეთი ბოლო მომენტამდე კეთილი იყო - საფრანგეთში რუსეთის საელჩოს პრესსპიკერი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის თქმით, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე თავდასხმა ომის ბოლო მოვლენების "ლოგიკური შედეგი იყო".

"რუსეთი ბოლო მომენტამდე კეთილი იყო და ზელენსკისა და მის რეჟიმს შესაძლებლობას აძლევდა ეფიქრა და გამოევლინა საღი აზრი. ნუ აგერევათ ჩვენი სიკეთე სისუსტეში. ამის საპირისპიროდ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადამეტება ამჯობინეს, განსაკუთრებით ამ სასტიკი თავდასხმით კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, რომელიც არის ყირიმის ხიდი", - თქვა საფრანგეთში რუსეთის საელჩოს პრესსპიკერმა ალექსანდრ მაკოგონოვმ ფრანგულ რადიოსთან.

რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები 10 ოქტომბერს დილით დაბომბა. საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინაში 19 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 105 კი დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი