ისინი ცდილობენ გაგვანადგურონ და მიწის პირიდან აღგვგავონ - ზელენსკი უკრაინის ქალაქების დაბომბვაზე

გამოქვეყნდა:

ისინი ცდილობენ გაგვანადგურონ და მიწის პირიდან აღგვგავონ - ზელენსკი რუსეთის თავდასხმებზე 
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა.

ის წერს, რომ რუსები ცდილობენ უკრაინელების განადგურებას. მან მოქალაქეებს სთხოვა არ დატოვონ თავშესაფრები.

"ისინი ცდილობენ ჩვენს განადგურებას და მიწის პირიდან წაშლას.
გაანადგურეთ ჩვენი ხალხი, რომელსაც სახლში სძინავს ზაპორიჟჟიაში. მოკალით ხალხი, ვინც სამუშაოდ მიდის დნიპროსა და კიევში. უკრაინაში განგაში არ ცხრება. რაკეტები ცვივა. სამწუხაროდ არიან დაღუპულები და დაჭრილები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. ვიყოთ ძლიერები", - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, დილიდან აფეთქებები მოხდა კიევში, ლვოვში, დნიპროში, მიკოლაევში. კიევში თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი