
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტების მხრიდან უკრაინის რამდენიმე ქალაქის დაბომბვას გამოეხმაურა.
"შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!", - წერს ზურაბიშვილი.