
მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსული გემებიდან უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა საკრუიზო რაკეტამ მოლდოვას საჰაერო სივრცე დაარღვია.
"შავ ზღვაში რუსული გემებიდან დღეს დილით უკრაინაზე გაშვებულმა სამმა საკრუიზო რაკეტამ მოლდოვას საჰაერო სივრცე დაარღვია. მე დავავალე, რომ ახსნა-განმარტების მისაცემად გამოეძახებინათ რუსეთის ელჩი", - წერს მინისტრი.