პუტინი უკრაინაში თავდასხმებს ადასტურებს და ამტკიცებს, რომ შორი დისტანციის რაკეტებმა სამხედრო ობიექტებს დაარტყეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რამდენიმე ადგილას თავდასხმებს ადასტურებს.
ვიდეომიმართვაში ის ამტკიცებს, რომ შორი დისტანციის რაკეტებმა ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ობიექტებს დაარტყეს.

გარდა ამისა, პუტინი იმუქრება, რომ "რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ შემდგომ ტერორისტულ აქტს რუსეთი მკაცრად უპასუხებს". 

ცნობისთვის, დღეს დილით ოკუპანტებმა უკრაინაში რამდენიმე ქალაქი დაბომბეს, მათ შორის დედაქალაქი კიევი. ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რუსეთმა იერიში სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანა.

კიევში აფეთქებას მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ. ამჟამინდელი ინფორმაციით, დაიღუპა 8, დაშავდა 24.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი