ზაპოროჟიეში 9-10 ოქტომბერს რუსული დაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეში 9-10 ოქტომბერს რუსული დაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას ზაპოროჟიეს  საკრებულოს მდივანი ანატოლი კურტევი Telegram-ზე ავრცელებს.

"ზაპოროჟიეში რაშისტული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი მატულობს. მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში დაიღუპა 16 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა თითქმის 100. ეს არის საზიზღარი ტერორისტული ქვეყნის სახე, რომელსაც მხოლოდ მძინარე მშვიდობიანი ადამიანების მოკვლა შეუძლია", - თქვა კურტიევმა.

9 ოქტომბერს ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მრავალსართულიან კორპუსსა და კერძო სექტორზე რუსების თავდასხმის შედეგად ცნობილია 14 დაღუპულისა და 74 დაჭრილის შესახებ, ასევე, ცნობილია, 10 ოქტომბერს ზაპოროჟიეში საცხოვრებელი კორპუსის ღამის დაბომბვის შედეგად 2 დაღუპულსა და 23 დაჭრილზე.
კურტევმა დასძინა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი