დადგა დრო, დასავლეთმა მოხსნას ყოველგვარი შეზღუდვა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე - გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

დადგა დრო, დასავლეთმა მოხსნას ყოველგვარი შეზღუდვა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე - წერს რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო და დასავლურ საზოგადოებას მიმართავს: 

"ქალაქი ქალაქისთვის, რაკეტა რაკეტისთვის, ხიდი ხიდისთვის.
შეწყვიტეთ ეს თამაში, სადაც რუსებს მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე შეგვიძლია დავარტყათ. დადგა დრო, რომ დასავლეთმა მოხსნას ყოველგვარი შეზღუდვა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე.
ჩვენ გვაქვს უფლება მთლიანად გავანადგუროთ მტრის ნებისმიერი კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
მოსკოვი, რიაზანი, ვორონეჟი, გროზნი, ვლადივოსტოკი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი. ყველა ეს ქალაქი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა. მოგვეცით ATACMS. მოგვეცით თვითმფრინავები. მოგვეცით ტანკები. ჩვენ გვაქვს ნება, მონდომება და ძალა, გავანადგუროთ რუსეთი. იგივე ნებაა საჭირო დასავლეთშიც. კმარა ეს თამაშები." წერს გონჩარენკო.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან უკრაინის ქალაქებზე რუსეთმა მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა. მათ შორის დედაქალაქზე. სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი