დანაშაული ისჯება 15 წლამდე, ან უვადო პატიმრობით - SBU მედვედევის ძებნაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის უშიშროების სამსახური ოფიციალურად ადასტურებს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესა და ექსპრეზიდენტზე, დიმიტრი მედვედევზე ძებნაა გამოცხადებული. უწყების ცნობით, ძებნა 2022 წლის მარტში, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დასაწყისში გამოცხადდა.

მედვედევი ეჭვმიტანილია სსკ-ის 110-ე, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფის მუხლით.

დანაშაული ისჯება 15 წლამდე ან უვადო პატიმრობით.

ასევე იძებნებიან პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები: ბორტნიკოვი, ზოლოვდანი, ზოლოტოვი, კლოკოლცევი, მატვიენკო, ნარიშკინი, შოიგუ, შოგოლევი, პატრუშევი, ზახაროვა და სხვები.

SBU და უკრაინის გენპროკურატურა მუშაობას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებელი თითოეული პირის ქმედებების დოკუმენტირებაზე, რათა ისინი მართლმსაჯულების წინაშე დადგეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი