
უკრაინა ხვალიდან, ელექტროენერგიის ექსპორტს წყვეტს ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსული სარაკეტო თავდასხმის გამო.
"დღევანდელი სარაკეტო დარტყმები, რომლებიც მოხდა ელექტრო ქვესადგურებზე, აიძულებს უკრაინას შეაჩეროს ელექტროენერგიის ექსპორტი 2022 წლის 11 ოქტომბრიდან საკუთარი ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციის მიზნით“, - განმარტავენ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაჩერების შემდეგაც კი, რომელიც 7 თვეზე მეტია რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, უკრაინამ შეასრულა ვალდებულებები ევროპელი პარტნიორების წინაშე ელექტროენერგიის ექსპორტზე - აღნიშნავს უწყება.