გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩა დაიტბორა. შემთხვევა "მაქსილენდის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 
არსებული ინფორმაციით, მიზეზი სანიაღვრე სისტემის არარსებობაა. 

ამ ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება და დედაქალაქის მერს რამდენიმე შეკითხვით მიმართავს:

მილიონობით ლარი რომ დავხარჯეთ ხიზანიშვილის ქუჩის გასაკეთებლად. წელიწადნახევარი რომ აკეთებდა კალაძე და ვერაფრით ვერ მორჩნენ, ახლა ქუჩა პატარა ნალექის პირობებში დაიტბორა. კითხვა დედაქალაქის მერთან: რატომ იყო წყალდიდობა დღეს ხიზანშიშვილზე და იყო თუ არა ეს სანიაღვრე სისტემის არარსებობს გამო. აქაც ხო არ დაგავიწყდათ ჭები? - ამბობს ხაბეიშვილი "მთავართან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია თბილისის მერიამ გასული წლის 1-ელ მაისს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი