ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პუტინი და ზელენსკი ინდონეზიაში G20-ის სამიტს დაესწრებიან

გამოქვეყნდა:

ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეტნო მარსუდიმ დაადასტურა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ბალიში G20-ის სამიტს დაესწრებიან.

”ჩვენს მოწვევაზე პასუხი კვლავ დადებითია”, - თქვა მარსუდიმ ჯაკარტაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინდონეზიის მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ყველა მოწვეულმა ქვეყანამ შეძლოს G20 სამიტში მონაწილეობა.

​ შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტი ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი