EU-ს სანქციების მეცხრე პაკეტის სამიზნე, შესაძლოა, ბელარუსიც გახდეს - ჟოზვიაკი

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ ჟოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა დაიწყო და შესაძლოა სანქცირების სამიზნე ბელარუსი ისევ გახდეს, რადგან ის სრულად იყო ამოღებული სანქციების წინა პაკეტიდან.

 "ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა დაიწყო. სანქციების ახალი პაკეტი შესაძლოა მოიცავდეს რუსული აქტივების კონფისკაციას, ქონების გაყიდვის აკრძალვას და სხვა დეტალებს, რომლებიც განიხილებოდა წინა პაკეტებში. შესაძლოა, ბელარუსი კვლავ გახდეს სამიზნე, რადგან ის სრულად იყო ამოღებული სანქციების წინა პაკეტიდან" - წერს ჟოზვიაკი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი