"11 სექტემბერს დავაფიქსირეთ რადარზე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსული ირანული სატვირთო თვითმფრინავი" -განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარტია "დროას" ლიდერმა , ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარია არ გამორიცხავს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე ირანული სატვირთო თვითმფრინავებისთვის გამოიყენებოდეს, რომლებსაც ირანული უპილოტო საფრენი აპარატები, "შაჰედ-136" გადააქვს.
"გუშინ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარტყმების ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო ირანის უპილოტო საფრენი აპარატები, "შაჰედ-136"... 11 სექტემბერს დავაფიქსირეთ რადარზე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსული ირანული სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც იყო აფრენილი სამოქალაქო- სამხედრო ფუნქციის მქონე აეროპორტიდან. 19 სექტემბერს აშშ-მ დამატებით სანქციები გამოწერა ამ კონკრეტულ ავიაკომპანიაზე, ამ ტიპის ბოინგის გადაზიდვის გამო და გამოითქვა, რომ ეს სწორედ ის გადაზიდვებია, რომელიც ამარაგებს რუსეთს მსგავსი ტექნიკით და ამ ტექნიკისთვის აუცილებელი ჩიპებით და სხვა.
გუშინდელი დღის შემდეგ, რომელიც შეფასდა ტერორისტულ თავდასხმად ნებისმიერ სახმელეთო კეთილსინდისიერებასთან ახლოს მყოფი მთავრობა უნდა იყოს დაინტერესებული და უკიდურესად გამჭვირვალე საკუთარ ტერიტორიულ სივრცეში შემოსულ მსგავს მოძრაობასთან დაკავშირებით.
თუ საქართველოში შემოსული ეს საჰაერო თვითმფრინავი არ იყო საქართველოს გარიგების ნაწილი, ჩვენ უნდა გვაკეთოთ დეტალური განმარტება, თუ როგორ მოხდა რატომ შემოვიდა ჩვენს სივრცეში და რა ტვირთი იყო ამ თვითმფრინავში. მთავრობამ მოყვა, რომ ეს ავიაკომპანია არ იყო სანქცირებული და მე წარმოვადგინე დოკუმენტები, რომ აშშ-ს მხრიდან არის სანქცირებული.
მეორე - არ ასაჯაროებენ თუ რა ტვირთი იყო ამ თვითმფრინავში, ან რა მოიმოქმედა მთავრობამ და ასევე რა ტვირთთან გვაქვს საქმე. ამასთან დაკავშირებით, ან საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთებს დეტალურ განმარტებას, საჰაერო მოძრაობასთან დაკავშირებით, ან იქნება ლეგიტიმურად ეჭვმიტანილი რუსეთთან და ირანთან კრიმინალურ თანამშრომლობაში... ველოდებით ხელისუფლების ოფიციალურ განმარტება" - ამბობს ელენე ხოშტარია