"ქართული ოცნების" ხელისუფლება მალე შესაძლოა ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი და დაუჭერს თუ არა მხარს მსოფლიო თანამეგობრობის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ პუტინის რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
მმართველი პარტიის ლიდერები დღეს პოლიტიკურ განცხადებებს გაექცნენ და მხოლოდ სამართლებრივ ნაწილზე აპელირებდნენ. ხელისუფლების ოპონენტებს კი "ქართული ოცნებისგან" რადიკალური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ.
ოპოზიცია კვლავ დღის წესრიგში აყენებს ოკუპანტ ქვეყანასთან სახლმწიფო საზღვარზე შეზღუდვებისა და რუსეთის მოქლაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხს.