
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ოკუპანტების ტყვეობისგან 32 ჯარისკაცი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ.
"დღეს პატიმართა მორიგი გაცვლა შედგა. მოვახერხეთ 32 ჯარისკაცის გათავისუფლება და ისრაელელი დმიტრო ფიალკას ცხედრის დაბრუნება. გათავისუფლებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცრები, სერჟანტები და ჯარისკაცები. ამ ადამიანებიდან ბევრი დაკარგულად ითვლებოდა" - წერს ანდრეი ერმაკი