"ამ კვირაში მოსკოვში წავალ" | უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიუხედავად, ის ამ კვირაში მოსკოვს ეწვევა.

"ამ კვირაში მე წავალ მოსკოვში, რომ ვისაუბრო, სხვა საკითხებთან ერთად, მშვიდობის მნიშვნელობაზე და ვთქვა, რომ უნგრელებს მშვიდობა სურთ, რაც შეიძლება მალე. გარდა ამისა მე მივდივარ “გაზპრომთან”, “როსატომთან” შესაბამისი დისკუსიებისთვის, რომ უნგრეთის ენერგომომარაგება იყოს მოწესრიგებული არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მომდევნო თვეებშიც”, - ამბობს სიიარტო.

​გარდა ამისა მისივე თქმით, ყველას, ვინც მის მოსკოვში ვიზიტს აკრიტიკებს, “მშვიდობა არ უნდა”.

"ესკალაციის მცდელობისა და მეომარი რიტორიკის ნაცვლად ახლა, ჩემი აზრით, დროა ევროპამ მთელი ძალისხმევა მიმართოს მშვიდობის მიღწევას”, - თქვა სიარტომ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, უნგრეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის საწინააღმდეგო ყველა სანქციას, რომელიც ბუნებრივ აირს ან ატომურ ენერგეტიკას ეხება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი