
მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია 2023 წლის 6 მაისს გაიმართება, - ინფორმაციას ბუკინგემის სასახლის პრესსამსახური ავრცელებს და წერს, რომ ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.
"კორონაციის ცერემონია ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება და მას ინგლისის ეკლესიის სულიერი წინამძღოლი კენტერბერის არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი აღავლენს. ცერემონიის დროს მისი უდიდებულესობა გვირგვინს აღასრულებს დედოფალ კონსორტთან [კამილასთან] ერთად, - წერია დოკუმენტში.
ცერემონიის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.