
Facebook-ზე არსებული შეცდომის გამო ღამით მილიონობით ადამიანმა გამომწერები დაკარგა.
ხარვეზი Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგსაც შეეხო, რომლის "ფოლოვერები" 9 993-მდე შემცირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ყალბი გამომწერების წაშლის შედეგია, თუმცა Facebook-ის მომხმარებლებს უჩნდებათ კითხვა, იყო თუ არა გამქრალი მილიონობით გამომწერი მართლაც ყალბი, ან ამდენი ყალბი გამომწერი ჰყავდა თუ არა ცუკერბერგს.
შეცდომასთან დაკავშირებით ჯერ Meta-ს რაიმე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.