მერიამ ნებართვა გასცა, რომ ავლაბრის მეტროსთან 5-სართულიანი შენობა აშენდეს - NGO-ები საფრთხეებზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიამ ნებართვა გასცა, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მეტროსთან მრავალფუნქციური, 5-სართულიანი შენობა აშენდეს. პროექტის მიხედვით, ამ შენობის ორი სართული მიწის ქვეშ უნდა მოექცეს, სადაც საპარკინგე სივრცე განთავსდება.

არასამთავრობოების ნაწილი მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ამბობენ, რომ სამუშაოები მეტროსთვის, ასევე მიმდებარედ მდებარე საცხოვრებელი კორპუსისთვის საფრთხის შემცველია. 

"2013 წლიდან, ისტორიული მემკვიდრეობის გამო, არ ითანხმებდა თბილისის მერია სამშენებლო ნებართვას, და უცებ, კახა კალაძემ გადაწყვიტა, რომ აქ, მეტროს სადგურის გვერდით, აშენდეს ხუთსართულიანი შენობა-ნაგეგობობა. [...] ჩვენ მერიას მოვუწოდებთ შეცვალოს აღნიშნული გადაწყვეტილება", - ამბობს ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა. 

მშენებლობის ნებართვის მოპოვება კომპანია "ეიპიესმა" შეძლო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი