
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ვინიცაში, ერთ-ერთი ეპარქიის მიტროპოლიტი რუსეთის ინტერესებით მოქმედებაში ამხილა და დააკავა. მისი სახლის ჩხრეკისას SBU-ს გამომძიებლებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტერმინალები, ასევე პრორუსული შინაარსის პროპაგანდისტული ბროშურები. ინტერნეტსივრცეში კი სასულიერო პირი რუსეთის აგრესიულ ომს ამართლებდა და რელიგიური შუღლის გაღვივებას ცდილობდა. გამოძიება სასულიერო პირის წინააღმდეგ უკრაინის სსკ-ის 161-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევა მათი რასობრივი, ეროვნული, რელიგიური კუთვნილების, მრწამსის მიხედვით გულისხმობს.