გია ხარჩილავას მოუწყვეს ტერორისტული აქტი - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

„გია ხარჩილავა არის მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო ქართველ ხალხს და ამ ადამიანს მოუწყვეს ტერორისტული აქტი. თუ დღესვე არ იქნება დაკავებული დამნაშავე, ეს ნიშნავს, რომ ამ ტერორისტული აქტის უკან, პირდაპირ და ღიად ვამბობ, დგას პრორუსული „ქართული ოცნება“.

მე ყველანაირად მხარს დავუჭერ გია ხარჩილავას. ის ვაჟკაცი, გამბედავი ადამიანია. არასოდეს უკან არ დაიხევს და წალენჯიხელებთან ერთად ბოლომდე დაიცავს თავის სიმართლეს და გააგრძელებს მხილების პროცესს. მე ვიყავი წალენჯიხაში და კარგად ვხედავ განსხვავებას მერის მუშაობის მოსახლეობასთან წალენჯიხაში და ნებისმიერ სხვა რაიონში, ამას ის არ გადაუხვევს“.

ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წალენჯიხის მერისთვის, ავტომანქანის დაწვაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი