დააკავეს ბრიტანელი ბიზნესმენი, რომელიც რუს ოლიგარქ დერიპასკას სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარა

გამოქვეყნდა:

ბრიტანელი ბიზნესმენი გრეჰემ ბონემ-კარტერი  რუსი ოლიგარქისთვის აშშ-ის სანქციების თავიდან აცილებაში დახმარების ბრალდებით დააკავეს. 

არსებული ცნობებით, ბონემ კარტერი ოლეგ დერიპასკას ქონებას აშშ-ის კანონებისა და სანქციების დარღვევით მართავდა. ბონემ-კარტერს ასევე ბრალად ედება რუსი ოლიგარქის საკუთრებაში არსებული ნამუშევრების საზღვარგარეთ უკანონო გადატანა, განაცხადა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა.

აშშ-ს მთავრობა  ბონემ კარტერის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციას მოითხოვს.

ბონემ-კარტერს ბრალად ედება 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების უკანონო ტრანზაქციები აშშ-ში უძრავი ქონების  დასაფინანსებლად დერიპასკას სასარგებლოდ.

ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენს დერიპასკამ დაავალა შეექმნა კომპანია, სახელად GBCM Ltd, მისი ქონების მართვისთვის, მათ შორის ორი ნიუ იორკში, ერთი ვაშინგტონში. დერიპასკას ქონება შეფასებულია 2 მილიარდ ფუნტად.

54 წლის მილიარდერი, ოლეგ დერიპასკა ალუმინის გიგანტის Rusal-ის (RUAL.MM) დამფუძნებელია. ის 2018 წელს ვაშინგტონის შავ სიაში მოხვდა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით.

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი