ლაშა კომახიძე გადადგა - რა უთანხმოება ჰქონდა ბათუმის მერს თორნიკე რიჟვაძესთან

გამოქვეყნდა:

ბათუმის მერი თანამდებობას ტოვებს. "მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფრომაციით, ლაშა კომახიძის თანამდებობიდნა წასვლის მიზეზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაპირიპირება გახდა.

ჩვენი ინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი უკვე ეძებს მერის შემცვლელს. კომახიძეს კი სავარაუდოდ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ვიხილავთ. ცნობილია ისიც, რომ მის კანიდატურას პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლობირებს.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი კი ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს. თეკლა ჩიჩუა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მერს ამ დროისთვის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება არ დაუწერია. ინფორმაცია არც მერის მოადგილეს, სოფო ხალვაშს აქვს. 

მე თვითონ მოვედი რადგან ტელევიზიიდან გავიგე ეს ამბავი იმტომ რომ არ ვიცი შეესაბამება თუ არა სიმართლეს. მე მქონდა დღეს კომუნიკაცია ტელეფონის საშუალებით იმიტომ რომ არიან კომისიის წევრები თბილისიდან ჩამოსული, აღმაშენებლის ძეგლთან დაკავშირებით. ვკითხე, ხვალ რომელ საათზე შეიძლება მოხდეს შეხვედრა, იმიტომ რომ ბრიფინგ რუმში უნდა მოხდეს შეხვედრა და მითხრა, რომ მოგვიანებით გამაგებინებდა დროს, - ამბობს ხალვაში. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი