"ოცნება" ასრულებს FSB-ს დავალებას, ცდილობს უარი მივიღოთ ევროპელი პარტნიორებისგან - ვაშაძე 12 პუნქტის შესრულებაზე

გამოქვეყნდა:

შეთქმულება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და რუსული ფე-ეს-ბეს დავალების შესრულება - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ოცნების" ხელისუფლების ქმედებებს ევროკავშირის მიერ განსაზღრულ 12 პუნქტთან დაკავშირებით. ვაშაძე ამბობს, რომ პრორუსული "ქართული ოცნება" ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს და ის კანონპროექტები და სამუშაო ჯგუფები, რომელიც მათ შექმნეს და დაარეგისტრირეს, მხოლოდ ფარსია.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ფარგლებში ,"ოცნების" მიერ დარეგისტრირებული ყველა კანონპროექტი რეალურად წინააღმდეგობაშია ევროკავშირის მოთხოვნებთან და საქართველო ასე კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს:

საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება გრძელდება. 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით არათუ არაფერს არ აკეთებს პრორუსული ქართული ოცნება, არამედ გეგმაზომიერად აგროვებს არგუმენტებს, რომ საბოლოო უარი მივიღოთ ევროპელების მხრიდან" - ამბობს ვაშაძე.

მისივე თქმით, ამავე გეგმის ნაწილი იყო ნიკა გვარამიას დაპატიმრება იმ დროს, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ვაშაძის თქმით, ხელისუფლება არც ახლა აპირებს მედიამენეჯერის გათავისუფლებას: 

"გუშინ გაიმართა კიდევ ერთი პროცესი ნიკა გვარამიასი და როგორც მე ვხედავ,  პრორუსული ქართული ოცნება არ აპირებს მის გათავისუფლებას და ეს პირდაპირ წინააღმდეგობაშია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, იმიტომ, რომ შეგახსენებთ, ევროპარლამენტში, მედიასთან დაკავშირებით რეზოლუცია მყისიერად იქნა მიღებული ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ. ეს ყველა მტკიცებულება იმისაა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პრორუსული ქართული ოცნება ასრულებს ფე-ეს-ბეს დავალებებს, დიახ, შეთქმულებას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ასე ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ" ამბობს ვაშაძე.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის თქმით, ძირითადი საკითხების - მართლმსაჯულების, საარჩევნო რეფორმის, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტები წინააღმდეგობაშია ევროპულ მოთხოვნებთან.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი