რუსმა ოკუპანტებმა 33 წლის ზაზა გახელაძე გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა 33 წლის ზაზა გახელაძე გაიტაცეს - შემთხვევა დღეს დილით, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

შეიარაღებულმა ოკუპანტებმა სოკოს შესაგროვებლად წასულ კაცს ცეცხლი გაუხსნეს და ფეხის არეში დაჭრეს, შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. 

გახელაძე ოჯახთან ერთად სოფელ ქვემო ჭალაში ცხოვრობს. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის დღეს დილით, სახლიდან სოკოს შესაგროვებლად გავიდა, რამდენიმე საათში დედას დაურეკა და უთხრა, რომ შეიარაღებულ ოკუპანტებს სწორედ ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით მიჰყავდათ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან არსებული ცხელი ხაზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი