მინუს $64 მლნ 18 წუთში - უკრაინამ რეკორდულ დროში, 4 რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო

გამოქვეყნდა:

მინუს 64 მილიონი დოლარი 18 წუთში: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს დამპყრობლების ოთხი ვერტმფრენი -  გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა საზენიტო სისტემამ ოკუპანტების 4 ვერტმფრენი სწორედ ამ დროში გაანადგურა. სავარაუდოდ საუბარია Ka-52-ებზე.

"12 ოქტომბერს დილის 8:40 საათიდან დილის 08:58 საათამდე, უკრაინის სამხრეთით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ნაწილებმა გაანადგურეს მტრის სულ მცირე ოთხი ვერტმფრენი (სავარაუდოდ Ka-52).

წინასწარი მონაცემებით, ერთი ვერტმფრენი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი - საკონტაქტო ხაზს იქით." აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

უწყება არ გამორიცხავს, რომ ჩამოგდებული ვერტმფრენების რაოდენობა გაიზარდოს, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალები კიდევ ორი რუსული საფრენი საშუალების განეიტრალებას ცდილობენ.

ცნობისთვის, ერთი ასეთი საფრენი აპარატის ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი დოლარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი