
სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმის ფარგლებში სომხეთის მოქალაქის დაკავების შესახებ პუბლიკაციები შეისწავლა - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ პუბლიკაცია შეიცავს აშკარა დანაშაულის დამადასტურებელ ინფორმაციას, გენერალურმა პროკურატურამ ისინი გადაუგზავნა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო განყოფილებას სისხლის სამართლის საქმის დაწყების საკითხის გადაწყვეტის დავალებით.
"გენერალური პროკურატურა კანონით გათვალისწინებული ინსტრუმენტების, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთდახმარების ინსტიტუტის გამოყენებით, თანმიმდევრული იქნება გამოქვეყნებული ინფორმაციის გარემოებების სრულად გამოვლენაში. შედეგების შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით",- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის FSB-ის პრესსამსახური იტყობინება, რომ ყირიმის ხიდზე განხორციელებულ ინციდენტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე რვა ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსი, სამი კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.
ამავე თემაზე: