
ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ავრცელებს.
"კომისია რეკომენდაციას უწევს საბჭომ ბოსნია და ჰერცეგოვინას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგა რიგი ნაბიჯები დემოკრატიის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების, კანონის უზენაესობის, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიის თავისუფლების გარანტიის გასაძლიერებლად. კომისია გააგრძელებს რეფორმების მცდელობებს და დააჩქარებს დასავლეთ ბალკანეთის მთლიან ინტეგრაციას", - წერია განცხადებაში.
ევროკავშირმა ბოსნია და ჰერცეგოვინას რვა პრიორიტეტი ჩამოუთვალა, რომელიც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რათა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.