„როდესაც ერთადერთ მერს იმ ერთ-ერთ ოლქში, ამ რეჟიმმა ყველა უკანონო მეთოდის მიუხედავად მარცხი რომ იწვნია, ასეთ თავდასხმას უწყობენ და ჩვენ ზოგადი ძალადობის კლიმატიც ვიცით რაცაა ამ რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, პასუხისმგებლობა ავტომატურად რეჟიმს ეკისრება, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით დეტალები.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, წალენჯიხის მერის მანქანაზე თავდასხმის ფაქტს:
„თუ ვერ მოხდება სწრაფად ამის გამოძიება, მაშინ ეს ბრალდება კიდევ უფრო საფუძვლიანი გახდება და ყველა შემთხვევაში, იმაზე რაც საქართველოში ხდება და იმაზე, რომ ეს ასე მარტივად არის შესაძლებელი, პასუხისმგებელი ეს არალეგიტიმური რეჟიმია“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გია ხარჩილავას მანქანა მისივე სახლის წინ დღეს, 12 ოქტომბერს, გამთენიისას დაწვეს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დამწვარი მანქანა კი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
ხარჩილავა პოლიციამ გამოკითხა. შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო