
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რუსების ინფორმატორს, რომელიც მტერს დონბასში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნიკის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
SBU-მ ის დონეცკის ოლქში, პოკროვსკის რაიონში დააკავა და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულად სცნო უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 114-2 მუხლით, რაც გულისხმობს ინფორმაციის უნებართვო გავრცელება უკრაინაში იარაღის, შეიარაღებისა და სამხედრო მარაგების გადაცემის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების, გადაცემის ან განლაგების შესახებ.
გამოძიების ცნობით, დამნაშავემ რუსებს შეატყობინა პოკროვსკთან უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალის საწყობის კოორდინატები, რაიონში უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რაოდენობა, შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკის მოძრაობის მარშრუტი.
ამ ქმედებებით მან საფრთხე შეუქმნა უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდი რაოდენობით სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს.