ბჟანია აფხაზ ბიზნესმენებს ჯარის დაფინანსებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ოკუპირებული აფხაზეთის ბიზნესმენებს ჯარის დაფინანსებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ბჟანიამ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. 

 "რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი ბიუროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ვიცეპრემიერი სერგეი პუსტოვალოვის ანგარიში მოისმინეს, ასევე სამობილიზაციო მზადყოფნის ამაღლების საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, საუბარი იყო "აფხაზური ჯარის" თანამედროვე საშუალებებით უზრუნველყოფაზე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოხუმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან აფხაზეთზე თავდასხმის რისკი ჯერ კიდევ არსებობს. ამის შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობაში პანიკური შიშია, რომ მათ რუსულ ჯარში წაიყვანენ და უკრაინაში ფრონტის ხაზზე გაგზავნიან, რადგანაც აფხაზეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსეთში პასპორტები აქვთ.

 ოფიციალურად ოკუპირებულ რეგიონში მობილიზაცია არ გამოცხადებულა, მაგრამ ამის შესაძლებლობაზე რეგულარულად საუბრობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი