"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" წალენჯიხის მერს, გია ხარჩილავას მანქანის დაწვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარი პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალ დონეს ადასტურებს.
არასამთავრობო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მყისიერად და მიუკერძოებლად გამოიძიოს მომხდარი და საზოგადოებას გამოძიების შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდოს.
"გია ხარჩილავა ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი ოპოზიციონერი მერია და იგი ავტომობილის დაწვას თავის საქმიანობას უკავშირებს.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი დონე და მმართველი პარტიის აგრესიული რიტორიკა პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფებისთვის ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემას ქმნის", - წერს ორგანიზაცია.
იხილეთ: