სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია სტიქიის გამო წალენჯიხაში ჩავიდა, თუმცა იმის მაგივრად რომ ის ადგილობრივ ხელისუფლებასა და არჩეულ მერს, გია ხარჩილავას შეხვედროდა და მისგან მიეღო ინფორმაცია, შეხვედრა წალენჯიხის ყოფილ მერთან გამართა.
ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობასა და სრულ იგნორზე განცხადება დღეს გია ხარჩილავამაც გააკეთა. მან ისაუბრა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, "ოცნების" ხელისუფლება წალენჯიხის მერიასთან არ თანამშრომლობს.
ხარჩილავას განცხადებით, მუნიციპალიტეტი მუდმივად იწვევს ყველა ადგილობრივ ღონისძიებაზე ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა - "მთელი ამ წლის განმავლობაში გვქონდა სრული იგნორირება, თითქოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შედეგები დღესაც მიუღებელია მათთვის" - თქვა ხარჩილავამ.