რისკების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, მესამე პრეზიდენტის სამკურნალო მიზნებისთვის უცხოეთში გადაუდებელი გადაყვანა - HRC

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებათა ცენტრი [HRC] მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის უფლების თაობაზე მომზადებულ ანალიტიკურ დოკუმენტს აქვეყნებს სახელწოდებით,  ,,პატიმრის უფლება ჯანდაცვაზე - მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის და თანმდევი მოვლენების ანალიზი’’.

HRC -ის ინფორმაციით, ანალიტიკური დოკუმენტი ეყრდნობა სხვადასხვა კვალიფიციურ წყაროს, პირველ რიგში კი - ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორის მიერ მომზადებულ სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიშებს. დოკუმენტში, ეროვნულ კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური გადაწყვეტილებების მისადაგების საფუძველზე, გაკეთებულია შედარებითი-სამართლებრივი ანალიზი, რითაც უფრო ნათლად წარმოჩინდა სხვადასხვა სამართლებრივი პრობლემა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდანვე აქტიურად უწევს მონიტორინგს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების განხილვას.

დოკუმენტში მიმოხილულია მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გლდანის ციხეში, ასევე ნათქვამია, რომ ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, არაადეკვატური მკურნალობის შედეგად მას მძიმე დაავადებები განუვითარდა.

HRC მესამე პრეზიდენტისთვის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის უფლებასა და სასჯელის გადავადების მექანიზმის ამოქმედებას ითხოვს, რომლის საშუალებასაც მათივე თქმით, კანონიც იძლევა. 

"ვინაიდან ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის უფლება სათანადოდ რეალიზებული არაა და სახელმწიფო არ/ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს აღნიშნული კუთხით, რისკების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, მესამე პრეზიდენტის სამკურნალო მიზნებისთვის უცხოეთში გადაუდებელი გადაყვანა." ნათქვამია დოკუმენტში, სადაც მოყვანილია კონკრეტული ქეისი, როდესაც ერთ-ერთ პატიმარს ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის გამო, გადაუვადეს განაჩენის აღსრულების ვადა და მიეცა შესაძლებლობა, მკურნალობა გაეგრძელებინა საფრანგეთში.

დეოკუმენტში მოხვდა კლინიკა ვივა მედის პალატაში ჩატარებული სასამართლო პროცესი, რამაც მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო დაამძიმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის რეკომენდაციები

სასამართლო ხელისუფლებას

1.მოსამართლეებმა უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლო პროცესი და
მიღებული გადაწყვეტილებების მაღალი სტანდარტით დასაბუთებით, სამოსამართლო
ქცევის ბანგალორის პრინციპების დაცვით, აამაღლონ საზოგადოების ნდობა
მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.

2.უზრუნველყოს პროცესის საჯაროობის პრინციპის დაცვა, მითუმეტეს ასეთ
რეზონანსულ საქმეზე, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ვინაიდან კლინიკა
„ვივამედში“ გამართულ გასვლით სხდომაზე ეს პრინციპი სრულად
უგულვებელყოფილია.

იუსტიციის სამინისტროს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს:

1.იხელმძღვანელოს ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნებისა და
ადამიანის ღირსების შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფის ვალდებულების
შესაბამისად და პატიმარს შეურჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება,
როცა ამის გადაუდებელი საჭიროება არსებობს.

2.პატიმრის ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის
გათვალისწინებით, იმუშაოს სასჯელის გადავადების საკითხსა და მისთვის
საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მიცემაზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი