"ჩვენნაირ მოზარდებს რეჟიმი კლავს" | ირანში საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ

გამოქვეყნდა:

"ჩვენნაირ მოზარდებს რეჟიმი კლავს" - ირანში  საპროტესტო აქციებს სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი "მორალის პოლიციის" მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის დაკავებას და მის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას აპროტესტებენ.  

რამდენიმე დღის წინ, პოლიციამ და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა უშიშროების ძალებმა არაერთი აქცია დაარბიეს.

"ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ავდგეთ და სკოლაში წავიდეთ, სწავლა გავაგრძელოთ ისე რომ თითქოს არაფერი მომხდარა. ჩვენნაირ მოზარდებს რეჟიმი კლავს" - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ბოლო ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს სულ მცირე 201 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 23 ბავშვია. 

შეგახსენებთ, რომ ირანში  პროტესტი  22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა. მოგვიანებით სამართალდამცავების მიერ ნაცემი გოგო კომატოზურ მდგომარეობაში კლინიკაში მოხვდა და გარდაიცვალა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი