
თურქეთმა დაამტკიცა, რომ ევროპისთვის გაზით მომარაგების თვალსაზრისით ყველაზე სანდო პარტნიორია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ასტანაში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
თურქული მედიის ინფორმაციით, პუტინმა ერდოღანს თურქეთში ბუნებრივი აირის ცენტრალური ქსელის შექმნა შესთავაზა, გარდა ამისა უთხრა, რომ გაზსადენი "თურქული ნაკადი" წარმატებით მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი აფეთქება სცადეს.
ერდოღანმა კი განაცხადა, რომ თურქეთს სტამბოლის კონსენსუსის შენარჩუნება და ღარიბი ქვეყნებისთვის რუსული მარცვლეულის და სასუქის ტრანსპორტირება სურს.
"მიუხედავად იმისა, რომ ნაბიჯები, რომლებსაც თურქეთი და რუსეთი გადადგამენ ამ პროცესში, შეაწუხებს გარკვეულ წრეებს, ისინი გაახარებენ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებ", – ამბობს ერდოღანი.
ერდოღანმა რუსეთთან ერთად, სინოპში მეორე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის იმედი გამოთქვა.