დონბასში აშშ-ის მოქალაქე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე უკრაინაში, დონბასის რეგიონში გარდაიცვალა. - ამის შესახებ ინფორმაციას CNN სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს

„ჩვენ ოჯახს უკვე დავუკავშირდით და ყველა შესაბამის დახმარებას ვუწევთ. ამ რთულ პერიოდში ჩვენ აღარაფერი გვაქვს დასამატებელი“, - განაცხადა პრესსპიკერმა

სახელმწიფო დეპარტამენტს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. 

The Washington Post კი წერს, რომ უკრაინაში ვეტერანი და ხუთი შვილის მამა, დეინ პარტრიჯი, დაიღუპა. ის 34 წლის იყო. გამოცემის ცნობით, პარტრიჯი 2007 წლიდან 2009 წლამდე ერაყში  მსახურობდა. სამხედრო ლუგანსკის რეგიონში დაიღუპა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი