"ბელგოროდთან დაბომბვის შემდეგ საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა" | რუსეთი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დაადასტურა, რომ რეგიონის ერთ-ერთ რაიონში საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა. მისი თქმით, აფეთქებები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მოხდა. 

"უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად, ბელგოროდის რაიონის სოფელში, ააფეთქეს საბრძოლო მასალის საწყობი.

წინასწარი მონაცემებით, არ არსებობს მსხვერპლი ან დაშავებული. ახლა მოსახლეობას უსაფრთხო დისტანციაზე გადავიყვანთ“,- თქვა მან. 

მანამდე სოციალურ ქსელებში რეგიონში ხანძრისა და აფეთქებების ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ოქტიაბრსკის შაქრის ქარხნის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი