რუსმა ოკუპანტებმა ომში დაახლოებით 64 300 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 64 300;
  • ​ტანკი - 2 521;
  • ჯავშანტექნიკა - 5 172;
  • საარტილერიო სისტემა - 1 566;
  • სარაკეტო სისტემა - 362;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 186;
  • თვითმფრინავები - 268;
  • ვერტმფრენი - 240;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 199;
  • საკრუიზო რაკეტები - 316;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 944;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 142. 
     
    კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთმა ომში 5 937 სამხედრო დაკარგა.  
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი